რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია

რესპუბლიკურ საავდმყოფოში ამ დროისთვის სულ 59 პაციენტი იმყოფება, მათგან 39-ს კორონავირუსი აქვს დადასტურებული.

კლინიკის დირექტორის, ლევან გოფოძის თქმით,  კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ზოგადი მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია.

„ამ წუთას ჩვენთან 59 პაციენტი მკურნალობს. აქედან 39 არის დადასტურებული კოვიდ ინფექცია. კოვიდ ინფიცირებული პაციენტების ზოგადი მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია. სამ პაციენტს აქვს შედარებით მძიმედ მიმდინარე პნევმონია, მაგრამ მართვითი სუნთქვა ჯერჯერობით არც ერთს არ სჭირდება. გუშინ ინფექციურიდან გადმოიყვანეს ჩვენთან ერთი პაციენტი კვლევისთვის, ის დარჩება და ჩვენთან გააგრძელებს მკურნალობას. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს,  ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობთ. შემოდიან პაციენტები ცხელებით, მათ უტარდებათ კვლევები, ტესტირება და შემდგომში გადადიან სხვა კლინიკაში ან საკარანტინო ზონებში იმის და მიხედვით, თუ რა შედეგებს მოგვცემს კვლევა. ახალი პაციენტის ოჯახის წევრები ინფექციურში რჩებიან სამკურნალოდ. ამ პაციენტს გართულება ჰქონდა და იმის გამო იქნა ჩვენთან გადმოყვანილი“ , – განაცხადა ლევან გოფოძემ და დასძინა, რომ ტესტი დღეს საკმაოდ ბევრ პაციენტს ჩაუტარდება.

„დღეს ვუღებთ 18 პაციენტს ტესტს, გარდა ამისა საკარანტინო ზინიდან გადმოვიყვანთ ორ ან სამ პაციენტს და მათაც ავუღებთ, ნაწილს ტესტირებას ჩავუტარებთ თვითონ საკარანტინო ზონებში. დაახლოებით 100-მდე ტესტი გაკეთდება“ , – განაცხადა ლევან გოფოძემ.