რესპუბლიკური საავადმყოფოს კარანტინში ამ დროისთვის 30 ადამიანი იმყოფება
რესპუბლიკური საავადმყოფოს კარანტინში ამ დროისთვის 30 ადამიანი იმყოფება

რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კარანტინში ამ დროისთვის 30 ადამიანი იმყოფება.

„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ კლინიკური დირექტორის დევი ტაბიძის განცხადებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურა ან ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა რაიმე სიმპტომი არ აღენიშნებათ.

ტაბიძე ასევე აცხადებს, რომ საკარანტინო ზონიდან ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტის შებრუნების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც კარგი
მაჩვენებელია.

„ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება 30 პაციენტი. არანაირი გართულება არ გვაქვს, სიმპტომური მდგომარეობაა ჩვეულებრივი, მიმდინარეობს ზედამხედველობა, არავინ დაგვიბრუნებია ინფექციურში. ეს არის მთავარი, რომ რეჰოსპიტალიზაცია არ მომხდარა. განვაგრძობთ ამ პიროვნებების დაკვირვებას.
ტემპერატურა ნორმაში აქვს ყველას და კლინიკური არანაირი სიმპტომატიკა არ გამოიხატება“,- აცხადებს დევი ტაბიძე.

ტაბიძის განმარტებით, კლინიკა მზად არის, დამატებით დაახლოებით 15 ადამიანი მიიღოს.

„უნდა ჩამოფრინდეს ორი თვითმფრინავი. იმის და მიხედვით, როგორ განაწილდება, რესპუბლიკური საავადმყოფო მზად არის, გარკვეული რაიდენობა მიიღოს. ამ მომენტისათვის დაახლოებით 15 პაციენტის მიღებას შევძლებთ“ ,- განაცხადა დევი ტაბიძემ.