რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფო) ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ განუცხადა.

მისივე თქმით, პაციენტი საავადმყოფოში მოთავსებულ ცხელების ცენტრში იყო შეყვანილი და ვირუსი რამდსენიმე საათის წინ დაუდასტურდა.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად არის 11 კოვიდინფიცირებული. აქედან ერთი პაციენტი დაგვემატა დღეს, რამდენიმე საათის წინ. ჩვენს მიერ გატესტილი პაციენტი იყო. გუშინ ორი ინფექციურმა საავადმყოფომ გადმოგვიყვანა. დანარჩენი ყველა ჩვენი ძველი პაციენტი იყო. სულ არის 53 პაციენტი. მდგომარეობა ყველას დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტია რეანიმაციაში, რომელიც კოვიდისგან უკვე განიკურნა, თუმცა რჩება სხვა მძიმე დაავადებები“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

მისი თქმით, ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოძში პაციენტი არ შესულა.

ინფექციურიდან გამოყვანილი ორი პაციენტი არის მარნეულის სოფლებიდან, ცოლ-ქმარი, რომლებიც კარდიოლოგიური პრობლემებით იყვნენ და ჩვენთან რადგან კარდიოლოგიური სამსახურია, მოხდა მათი გადმოყვანა. დღეს დადასტურებული ჩვენთან შემოვიდა ცხელების ცენტრში, საიდან არის ინფიცირებული, ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია. დავიწყებთ გამოკვლევას და ზუსტად გვეცოდინება. ჯერ რამდენიმე საათის დადასტურებულია. ამ რვა პაციენტიდან უახლოეს დღეებში ველოდებით, რა თქმა უნდა, გამოჯანმრთელებულ პაციენტებს. ჩვენ 15-ში გვაქვს დედლაინი, რომ უნდა გავხსნათ, როგორც ჩვეულებრივი საავადმყოფო, თუმცა ამ ახალმა ტალღამ ცოტა შეგვაშფოთა. ვნახოთ, როგორ წავა საქმე. ამას ველოდით. პანიკის საფუძველი არ გვაქვს“, – აღნიშნა ლევან გოფოძემ.