რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბოლო ორი დღეა, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი არ მიუღიათ
რესპუბლიკურ საავადმყოფოში 63 პაციენტი მკურნალობს, მათგან 43 კოვიდდადებითია. კლინიკის დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ხვალ 13 პაციენტის ანალიზების პასუხებს ელოდებიან, მათგან შვიდი ცხელების ცენტრის პაციენტია, ექვსი კი განმეორებითი კვლევა.
„ჩვენთან 63 პაციენტია, აქედან 43 კოვიდინფიცირებულია. კლინიკა დღეს ერთმა პაციენტმა დატოვა. ერთი მართვით სუნთქვაზე გვყავს, დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია. ინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიგვიღია. ცხელების ცენტრში ჩვენთან მუდმივად შემოდიან პაციენტები. დღეს შვიდ პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება, ახალშემოსულს. რაც შეეხება განმეორებით ტესტებს, ექვს პაციენტს ჩაუტარდა განმეორებითი ტესტი. კლინიკაში ბოლო ორი დღეა, ახალი პაციენტი არ გვყოლია“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.