რესპუბლიკურ საავადმყოფოს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ხუთი პაციენტი დღეს დატოვებს
რესპუბლიკურ საავადმყოფოს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ხუთი პაციენტი დატოვებს, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება 64 პაციენტი, აქედან 45 არის კოვიდინფიცირებული.
„დღეს კლინიკას დატოვებს 17 პაციენტი, მათ შორის ხუთი კოვიდინფიცირებული, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და დამაკმაყოფილებელი. ამ ეტაპზე კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტი არ გვყავს, თუმცა გვყავს პნევმონიანი პაციენტები.
გუშინ ჩვენთან ახალი შემთხვევები არ დადასტურებულა. დღეს კიდევ სამ პაციენტს გაუკეთდა რეტესტირება, ვნახოთ, როგორ წავა ეს მდგომარეობა და ალბათ, ხვალაც გავუშვებთ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს”- განაცხადა ლევან გოფოძემ.