რესპუბლიკურ პარტიაში დონალდ ტრამპის მთავარი მეტოქე ნიკი ჰეილი თავის კანდიდატურას ხსნის
რესპუბლიკურ პარტიაში დონალდ ტრამპის მთავარი მეტოქე ნიკი ჰეილი თავის კანდიდატურას ხსნის

რესპუბლიკურ პარტიაში დონალდ ტრამპის მთავარი მეტოქე ნიკი ჰეილი საარჩევნო რბოლას წყვეტს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სიბიეს ნიუსი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ნიკი ჰეილი დღეს სიტყვით გამოვა მშობლიური შტატის, სამხრეთ კაროლინის ქალაქ ჩარლსტოუნში. ნიკი ჰეილის საარჩევნო კამპანიიდან გამოთიშვის შესახებ ცნობა მას შემდეგ გავრცელდა, რაც დონალდ ტრამპმა ე.წ. სუპერ სამშაბათის ფარგლებში გამართულ რესპუბლიკური პარტიის თითქმის ყველა პრაიმერიზში გაიმარჯვა.

გაეროში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ნიკი ჰეილიმ უპირატესობის მოპოვება მხოლოდ ვერმონტის შტატში შეძლო. ეს მთელი პრაიმერიზის განმავლობაში მისი მეორე გამარჯვება გახდა, კოლუმბიის ოლქის შემდეგ. ამგვარად, ტრამპი შეძლებს რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინირებისთვის საჭირო დელეგატთა 1 215 ხმის მოპოვებას.