„რესპუბლიკურ პარტიაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების ერთიანობის დეკლარაციას ხელს აწერენ
„რესპუბლიკურ პარტიაში“ აცხადებენ, რომ პარტია უერთდება და ხელს აწერს ოპოზიციური პარტიების ერთიანობის დეკლარაციას.
აღნიშნულის შესახებ განცხადება პარტიამ გაავრცელა.
ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ბრიუსელში ერთიანობის დეკლარაციას მოაწერა ხელი. როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ერთიანობის დეკლარაცია გულისხმობს ერთიანობას როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, ხელმომწერი პარტიები თანხმდებიან, რომ არაუგვიანეს 2024 წლის 8 ივლისამდე მონახონ ყველაზე ეფექტური კონფიგურაცია ერთიანობისა, რომელიც მაქსიმალური შედეგის მომტანი იქნება არჩევნებში.