რესპუბლიკის მოედანზე გასართობი ღონისძიებები გრძელდება [ფოტო]
14:56, 03.01.2019
თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გასართობი ღონისძიებები გრძელდება.
საახალწლო სოფელში მოეწყო საშობაო ბაზრობა, ყინულის მოედანი, დისტანციური მინი ავტომობილების პარკი, საშობაო წისქვილი-კოშკი, გასტრონომიული მარკეტი და ღია კინოთეატრი. ბავშვების განწყობაზე კი, ზღაპრის გმირები და თოვლის ბაბუა ზრუნავენ. განსაკუთრებული მხიარულება სოფელში მაკნატუნების მარშმა გამოიწვია.
16:30 საათიდან გაიმართება ჭოხონელიძეების სტუდიის საბავშვო კონცერტი; 19:00 საათზე ნიკა წერეთლისა და ჯგუფი „ელარჯის“ კონცერტი, ხოლო 21:00 საათიდან Young Georgian Lolitaz კონცერტი დაიწყება.
წელს პირველად საახალწლო ღონისძიებები ერთ სივრცეში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსდა. საახალწლო სოფელში, მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო ღონისძიებები 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.