რესპუბლიკის მოედანზე გასართობი ღონისძიებები გრძელდება [ფოტო]
რესპუბლიკის მოედანზე გასართობი ღონისძიებები გრძელდება [ფოტო]

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გასართობი ღონისძიებები გრძელდება.

საახალწლო სოფელში მოეწყო საშობაო ბაზრობა, ყინულის მოედანი, დისტანციური მინი ავტომობილების პარკი, საშობაო წისქვილი-კოშკი, გასტრონომიული მარკეტი და ღია კინოთეატრი. ბავშვების განწყობაზე კი, ზღაპრის გმირები და თოვლის ბაბუა ზრუნავენ. განსაკუთრებული მხიარულება სოფელში მაკნატუნების მარშმა გამოიწვია.

16:30 საათიდან გაიმართება ჭოხონელიძეების სტუდიის საბავშვო კონცერტი; 19:00 საათზე ნიკა წერეთლისა და ჯგუფი „ელარჯის“ კონცერტი, ხოლო  21:00 საათიდან Young Georgian Lolitaz კონცერტი დაიწყება.

წელს პირველად საახალწლო ღონისძიებები ერთ სივრცეში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსდა. საახალწლო სოფელში, მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო ღონისძიებები 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.