რესპუბლიკელი სენატორი მიტ რომნი თვითიზოლაციაში იმყოფება
რესპუბლიკელი სენატორი მიტ რომნი თვითიზოლაციაში იმყოფება

რესპუბლიკელი სენატორი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიტ რომნი თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სენატორის პრესსამსახური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.

როგორც მიტ რომნის პრესსამსახური განმარტავს, სენატორს თვითიზოლაცია მას შემდეგ მოუწია, რაც სენატორ რენ პოლს კორონავირუსით ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიტ რომნი სენატორ რენ პოლის გვერდით იჯდა.

მიტ რომნის დავადების სიმპტომები არ აღენიშნება, თუმცა მას კორონავირუსზე ტესტს მაინც ჩაუტარებენ.

თვითიზოლაციაში ასევე იმყოფება სენატორი მაიკ ლი.