რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ სატელევიზიო დებატებზე დონალდ ტრამპის გამოსვლა დაკარგული შესაძლებლობა იყო
რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის შეფასებით, დონალდ ტრამპის გამოსვლა სატელევიზიო დებატებზე „დაკარგული შესაძლებლობა“ იყო. მისივე განმარტებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა უკეთესად დაიცვას საკუთარი ადმინისტრაცია, თუ დებატები კიდევ ჩატარდება.
„კამალა ჰარისმა თქვა, რომ „ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ არეულობა“. ამ დროს მე ვღრიალებდი: „არა, თქვენ მიიღეთ საწვავის დაბალი ფასები, დაცული საზღვრები, „კოვიდის“ ვაქცინა, თქვენ მემკვიდრეობით მიიღეთ ყველაზე დიდი ცვლილება ახლო აღმოსავლეთში და ახლა ყველაფერი განადგურებულია“, – აღნიშნა ლინდსი გრემმა.
გრემის თქმით, ტრამპს მსგავსი პასუხი არ გაუცია, რაც, სენატორის შეფასებით, იმედის გამაცრუებელია.