ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანკუვერში შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა კანადაში 20 სახელმწიფოს შორის ჩრდილოეთ კორეის საკითხზე დაგეგმილი განხილვების ფარგლებში შედგა.
ქვეყნები ფხენიანისთვის ცალმხრივი სანქციების დაკისრების საკითხზე მსჯელობდნენ.
ვანკუვერში გამართულ ერთდღიან შეხვედრას აშშ და კანადა მასპინძლობდნენ. პოლიტიკურმა ლიდერებმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის წარმოებაზე უარის თქმის იძულების გზები განიხილეს.