რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და მრევლს ხარებას ულოცავს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და მის მრევლს.
„სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის ხარების საუფლო დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს ახარა, რომ ის მხსნელს – იესო ქრისტეს მოუვლენდა კაცობრიობას.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ამ დიდ დღესასწაულს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და მის მრევლს, მშვიდობასა და წარმატებებს უსურვებს მათ“, – აღნიშნულია სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.