რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო-ში მოკავშირეები გააფრთხილა, არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლის შედეგადაც ალიანსი რუსეთის წინააღმდეგ ომში შეიძლება იყოს ჩათრეული
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო-ში მოკავშირეები გააფრთხილა, არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლის შედეგადაც ალიანსი რუსეთის წინააღმდეგ ომში შეიძლება იყოს ჩათრეული

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვაშინგტონში, ნატო-ს სამიტზე გაფრენამდე მოკავშირეები გააფრთხილა, არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა, ალიანსი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრიოს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

„უკრაინის მხარდასაჭერად გადასადგმელი ნაბიჯების შემუშავებისას ვინარჩუნებთ ჩვენს პრინციპულ პოზიციას, რომ არ გავხადოთ ნატო ომის მხარე“, – განაცხადა ერდოღანმა ვაშინგტონში, ნატო-ს სამიტზე გაფრენამდე ანკარის აეროპორტში.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ ყველასთვის ცნობილია, რომ ოფიციალური ანკარა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას უჭერს მხარს და ამ პრინციპის ერთგულია.