რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ემანუელ მაკრონს მიმართა - შენ არ იცი ისტორია, საფრანგეთის ისტორიაც კი არ იცი
ბატონო მაკრონო, თქვენ ბევრად მეტი პრობლემა გექნებათ ჩემთან, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, სტამბოლში, 1980 წლის სამხედრო გადატრიალების წლისთავზე განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ისტორია არ იცის და ანკარას ჰუმანურობაზე ლექციას არ უნდა უკითხავდეს, რადგან აფრიკის ისტორია საფრანგეთის ისტორიაა და აფრიკაში მილიონობით ადამიანი სწორედ ფრანგებმა მოკლეს.
„შენ არ იცი ისტორია, შენ საფრანგეთის ისტორიაც კი არ იცი. არ შეგიძლია ლექცია წაგვიკითხო ჰუმანურობაზე“, – აღნიშნა ერდოღანმა.
მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ევროპამ თურქეთის მთავრობას მტკიცე პოზიცია უნდა აჩვენოს, რადგან ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ანკარა პარტნიორი აღარ არის. საფრანგეთის პრეზიდენტი ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის მიერ ენერგორესურსების ძებნის ოპერაციას ეწინააღმდეგება და საბერძნეთს და კვიპროსს მხარდაჭერას უცხადებს.