რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დონალდ ტრამპს მისთვის მიწერილი წერილი დაუბრუნა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ პირადად დაუბრუნა დონალდ ტრამპს წერილი, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი მას მოუწოდებს, „ნუ იქნება სულელი“. ამის შესახებ ერდოღანმა თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტს კომენტარი არ გაუკეთებია.
დონალდ ტრამპი თურქეთის ლიდერს წერილი ოქტომბერში გაუგზავნა. წერილში აშშ-ის პრეზიდენტმა მოუწოდებდა ერდოღანს, არ დაეწყო სამხედრო ოპერაცია სირიაში.
„ისტორია მოწყალე იქნება შენ მიმართ, თუ ამას სწორად და ჰუმანურად გააკეთებ. მისთვის შენ მუდმივად დარჩები ეშმაკად, თუ კარგი ამბები არ მოხდება. ნუ იქნები ხისტი, ნუ იქნები სულელი!“ – მიმართავდა დონალდ ტრაპი ერდოღანს 9 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში.
როგორც „ბიბისი“ იუწყებოდა, წერილის წაკითხვის შემდეგ, ერდოღანმა ის ნაგავში მოისროლა.