რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თუ აშშ უარს იტყვის „ეფ-35“-ების თურქეთისთვის მიყიდვაზე, ანკარამ შესაძლოა „ბოინგ“-ის შესყიდვის საკითხი გადახედოს
თუ აშშ უარს იტყვის „ეფ-35“-ების თურქეთისთვის მიყიდვაზე, ანკარა სხვა ვარიანტებს მიმართავს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ანკარა იმედოვნებს, რომ აშშ-ის ხელისუფლება სანქციებთან დაკავშირებით გონივრულად იმოქმედებს. თურქეთის პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ ანკარამ შესაძლოა აშშ-სგან „ბოინგ“-ის თვითმფრინავების შესყიდვის საკითხსაც გადახედოს.
„არ გვაძლევთ „ეფ-35“-ს? კარგი, მაშინ ბოდიში, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა მივიღოთ ზომები ამ საკითხზე. ჩვენ ვყიდულობთ 100 ცალ „ბოინგ“-ის თვითმფრინავს, ხელშეკრულება ხელმოწერილია… ამ დროისთვის, ერთი თვითმფრინავი ჩამოვიდა და ჩვენ გადახდას ვახორციელებთ. ჩვენ კარგი მყიდველები ვართ. მაგრამ მოვლენები ასე განვითარდა, ჩვენ ამის გადახედვა მოგვიწევს“, – თქვა ერდოღანმა.