თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტია თვითმმართველობის არჩევნებს 30-ზე მეტ პროვინციაში აგებს. ამ დროისთვის დათვლილია ხმების 99%-ი. მმართველი პარტია კარგავს კონტროლს დედაქალაქ ანკარაზე.
ამ დროის მონაცემებით, ერდოღანის თანაგუნდელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი აგებს არჩევნებს სტამბოლში. ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტია“ იგებს იზმირში, ანტალიაში, ჰათაიშსა და ართვინში.
ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონში იგებს პროქურთული „სახალხო დემოკრატიული პარტია“. ეს პარტია ლიდერობს ვანში, დიარბაქირში და ყარსში.
თურქეთში თვითმმართველობის არჩევნები 31 მარტს გაიმართა. თურქეთში სულ 57 მილიონი ამომრჩეველია.