რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაციით, თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 17-ს მიაღწია
თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 17-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაავრცელა.
„ვუთანაგრძნობ და ვუსამძიმრებ 17 დაღუპული მოქალაქის ოჯახებს, რომელბიც კოსტომანის, სინოპისა და ბარტინის პროვინციებში წყალდიდობას ემსხვერპლნენ“, – წერს რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ტვიტერის“ გვერდზე.
მანამდე თურქეთის ხელისუფლება იუწყებოდა, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 1300-ზე მეტი ადამიანი. მათი ნაწილი დროებით თავშესაფარშია გადაყვანილი.