რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის სამხედრო ავიაცია სირიის სამთავრობო არმიის პოზიციებს ბომბავს
თურქეთის სამხედრო ავიაცია და არტილერია სირიის სამთავრობო არმიის პოზიციებს ბომბავს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, თურქეთის არმიას 40 სამიზნე წერტილი აქვს განსაზღვრული და 35 სირიელი სამხედრო განეიტრალდა. ერდოღანის თქმით, სამხედრო იერიში არის პასუხი სირიის სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებულ დაბომბვაზე, რასაც თურქეთის არმიის ოთხი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. დაბომბვის შედეგად კიდევ ცხრა თურქი ჯარისკაცია დაშავებული.
ანკარის მტკიცებით, სირიის იდლიბის პროვინციაში დაბომბვა სწორედ სირიის არმიამ განახორციელა, მიუხედავად იმისა, რომ სირიის მთავრობა თურქი სამხედროების პოზიციების შესახებ წინასწარ იყო გაფრთხილებული.