იდლიბში სირიის სახელისუფლო არმიამ ცეცხლი გახსნა, დაღუპულია ოთხი თურქი სამხედრო

09:23, 03.02.2020

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, იდლიბის პროვინციაში ოთხი თურქი სამხედრო დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული ტელეკომპანია „ენ-ტი-ვი“ თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, თურქეთის ძალების პოზიციებს იდლიბში სირიის სახელისუფლო არმიამ ცეცხლი გაუხსნა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთის სამხედროების განთავსების პოზიციები სირიის რეჟიმთან წინასწარ იყო შეთანხმებული.

მსგავსი