რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ვიდრე თურქეთის მეთაური ერდოღანია, ნამდვილად ვერ ვეტყვით ნატო-ში შესვლაზე „დიახ“ ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორიზმს
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, გასულ კვირას შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები სასურველ დონეზე ვერ ჩატარდა.
„სამწუხაროდ, მოლაპარაკებები, რომელიც ჩვენმა დელეგაციამ ფინეთთან და შვედეთთან გამართა, სასურველ დონეზე არ იყო“, – განაცხადა აზერბაიჯანში ვიზიტის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შვედეთსა და ფინეთს ამ მოლაპარაკებებიდან გარკვეული მოლოდინები აქვთ, მათ არ გადაუდგამთ აუცილებელი ნაბიჯები თურქეთის მოთხოვნებთან დაკავშირებით.
ერდოღანის თქმით, ტერორისტები ახლაც კი სტოკჰოლმის ქუჩებში დასეირნობენ, ვიდრე შვედეთი მათ საკუთარი პოლიციით იცავს.
„ჩვენ ვერ გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს ქვეყნების მიღებასთან დაკავშირებით, რომლებიც იღებენ და კვებავენ ასეთ ტერორისტებს ნატო-ში, რომელიც თავის მხრივ უსაფრთხოების ორგანიზაციაა“,- განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, „ვიდრე თურქეთის რესპუბლიკის მეთაური ერდოღანია, ჩვენ ნამდვილად ვერ ვეტყვით ნატო-ში შესვლაზე „დიახ“ ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორიზმს“.