რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვაშინგტონს ინჯირლიკსა და კიურეჯიკში ამერიკული სამხედრო ბაზების დახურვით ემუქრება
თურქეთის პრეზიდენტი ვაშინგტონს ინჯირლიკსა და კიურეჯიკში არსებული ამერიკული სამხედრო ბაზების დახურვით ემუქრება.
პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განაცხადებით, ამერიკულმა მხარემ არ უნდა გადადგას შეუქცევადი ნაბიჯი, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობას ზიანს მიაყენებს. ერდოღანი ანკარასთვის სანქციების დაწესებას გულისხმობს, რომელსაც ვაშინგტონი რუსული სარაკეტო სისტემების ეს-400 შეძენისა და განთავსების გამო განიხილავს. ისევე როგორც შესაძლოა, გაუქმდეს ეფ-35 ტიპის ავიაგამანადგურებლების შეძენაზე შეთანხმება.