რეჯეფ თაიფ ერდოღანი - უსაფრთხოების ზონაში თურქეთის ძალებსა და ქურთ ტერორისტებს შორის შეტაკება სიმართლეს არ შეესაბამება
უსაფრთხოების ზონაში თურქეთის ძალებსა და ქურთ ტერორისტებს შორის შეტაკება სიმართლეს არ შეესაბამება და დეზინფორმაციაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში თურქეთის უსაფრთხოების ძალები სირიის ჩრდილოეთიდან არ გავლენ.
თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ უსაფრთხოების ზონიდან, 120-საათიანი ზავის მიხედვით, ტერორისტული ორგანიზაციები, „სახალხო დაცვის შენაერთი“ და „ქურთისტანის მუშათა პარტია“ გავლენ.
ქურთული საინფორმაციო სააგენტოები წერენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, თურქეთის სამხედრო ავიაცია ქალაქ რას ელ-აინს და მის შემოგარენში მდებარე სოფლებს ბომბავს.