რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთისა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებები 18 ივნისს დორტმუნდში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ორივეს წარმატებას ვუსურვებ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთისა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებები 18 ივნისს დორტმუნდში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ორივეს წარმატებას ვუსურვებ

თურქეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები 18 ივნისს დორტმუნდში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და ორივეს წარმატებას ვუსურვებ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

„როგორც მოგეხსენებათ, თურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საქართველოს ნაკრებთან ერთად არის ჯგუფში. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან პირველ მატჩში, 18 ივნისს დორტმუნდში, გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში და ორივეს წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს.