რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი ყირიმის უკანონო ანექსიას არ აღიარებს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი ყირიმის უკანონო ანექსიას არ აღიარებს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი ყირიმის უკანონო ანექსიას არ აღიარებს. მისივე თქმით, ანკარა მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

ეს განცხადება თურქეთის ლიდერმა უკრაინელ კოლეგასთან, ვლადიმირ ზელენსკისთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა.

ერდოღანმა პირობა დადო, რომ თურქეთი ყურადღებით მიადევნებს თვალყურს ყირიმელი თათრების მდგომარეობას.

„ჩვენ, უკრაინის ხელისუფლებასთან ერთად, ვაგრძელებთ ყირიმელი თათრების მხარდაჭერას, რომლებიც ამ ქვეყნის მკვიდრ მოსახლეობას წარმოადგენენ“, – განაცხადა ერდოღანმა.