რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი მზად არის, მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის განსამუხტად შუამავლობა გასწიოს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი მზად არის, მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის განსამუხტად შუამავლობა გასწიოს

თურქეთი მზად არის, მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის განსამუხტად შუამავლობა გასწიოს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, თურქეთი იმედოვნებს, რომ დაძაბულობა არ გაიზრდება და რეგიონში სტაბილურობა შენარჩუნდება.

„ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალური მხარდაჭერა გავუწიოთ დიალოგის არხის ჩამოყალიბებას. ორივე მხარის თანხმობით, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ მხარდაჭერა ფასილიტაციაში, მედიაციაში ან ნებისმიერ სხვა სასურველ ფორმატში. რა თქმა უნდა, ჩვენ უყოყმანოდ გავაკეთებთ ყველაფერს რეგიონის მშვიდობისთვის“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.