რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთ-ამერიკის ურთიერთობების გადარჩენა კვლავაც შესაძლებელია
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთ-ამერიკის ურთიერთობების გადარჩენა კვლავაც შესაძლებელია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დარწმუნებულია, რომ ჯერ კიდევ არსებობს გამოსავალი, ანკარასა და ვაშინგტონს შორის დაძაბული ურთიერთობები გაუმჯობესდეს.

განცხადება თურქეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამომავლო ურთიერთობებთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტმა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტრამპის სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაავრცელა. აშშ-ის პრეზიდენტის თურქეთს სანქციებით დაემუქრა, თუ ანკარა დაპატიმრებულ ქრისტიან მღვდელს არ გაათავისუფლებს.

„ურთიერთობა ვაშინგტონთან შესაძლოა, გამოსწორდეს, თუ შეერთებული შტატები თურქეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს მეტი ყურადღებით მოეკიდება“ – განაცხადა ერდოღანმა.

ევანგელისტი ენდრიუ ბრანსონი 2016 წლის აგვისტოში თურქეთის ქალაქ ბურსაში დააპატიმრეს. მას ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში დასდეს ბრალი.

„ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს და ამის მიზეზი ენდრიუ ბრანსონის დაპატიმრებაა. იგი დიდი ქრისტიანი, დიდი ადამიანი და მეოჯახეა. ეს უდანაშაულო კაცი თავისი უდიდესი რწმენით თურქეთის ციხეში იტანჯება“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ში ორი დღის წინ.