რეჯეფ თაიფ ერდოღანი - შვედეთის მოლოდინები არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მათ შევასრულებთ, ამ მოლოდინების დასაკმაყოფილებლად შვედეთმა უნდა გააკეთოს თავის საქმე
შვედეთის მოლოდინები არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ მოლოდინებს შევასრულებთ. ამ მოლოდინების დასაკმაყოფილებლად, პირველ რიგში, შვედეთმა უნდა გააკეთოს თავისი საქმე, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბრისას განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, შვედეთის ქუჩებში ისევ ჩანან ტერორისტები. ერდოღანმა მოუწოდა სტოკჰოლმს, გააძლიეროს პოლიცია, რათა გაანეიტრალოს „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ტერორისტები შვედეთში.
„რას აკეთებენ პოლიციის ძალები? პოლიციის საქმეა მათი შეჩერება. პოლიციას კანონებსა და კონსტიტუციებში უკვე აქვს უფლებები. გამოიყენეთ ეს უფლებები. თქვენ არ გამოიყენებთ ამ უფლებებს, მერე გვეტყვით: „მოდით და შეიყვანეთ შვედეთი ნატო-ში“. სად არის ნატო-ს კონტრტერორისტული მიმართულება? ნატო ამას უნდა გაუმკლავდეს. მას შემდეგ, რაც ამ საკითხს არ შევეხებით, ჩვენ არ შეგვიძლია, ვილნიუსში მათ (შვედეთს) მოვექცეთ, როგორც ცისფერთვალება ბიჭს“, – განაცხდა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.