რეჯეფ თაიფ ერდოღანი - შვედეთი ჯერ მზად არ არის ნატო-ში გასაწევრიანებლად
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - შვედეთი ჯერ მზად არ არის ნატო-ში გასაწევრიანებლად

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შვედეთი ჯერ მზად არ არის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად.

„შვედეთი ტერორისტული ორგანიზაციების ფილიალების წარმომადგენლებს ვიდრე უფლებას აძლევს, რომ შვედეთში და სტოკჰოლმის ქუჩებში თავისუფლად იარონ, ჩვენ არ შეგვიძლია, დადებითად შევაფასოთ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი. ჩვენ არ ვართ მზად შვედეთისთვის ამ ეტაპზე, რადგან ნატო-ს ქვეყანას უნდა ჰქონდეს ძლიერი პოზიცია, როდესაც საქმე ტერორიზმთან ბრძოლას ეხება“, – აღნიშნა ერდოღანმა „სიენენთან“ ინტერვიუში.

ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი გასულ წელს შეიტანეს. ფინეთი ოფიციალურად ალიანსს 4 აპრილს შეუერთდა, ხოლო შვედეთის განაცხადის რატიფიცირების პროცესს თურქეთი და უნგრეთი აფერხებენ.