რეჯეფ თაიფ ერდოღანი - საქართველოში თურქი ინვესტორები უწყვეტად ახორციელებენ ინვესტიციებს, ეს ცხადყოფს, რამდენად ძლიერია ურთიერთობები თურქეთსა და საქართველოს შორის
იმედი მაქვს, რომ საგარეო ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის 3,5 მილიარდიდან გაიზრდება და ასცდება ხუთ მილიარდს, განსაკუთრებით ინვესტიციების მიმართულებით, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა.
ერდოღანის თქმით, საქართველო-თურქეთს შორის დღეს არსებული ინვესტიციები ცხადყოფს, რამდენად ძლიერია ურთიერთობები თურქეთსა და საქართველოს შორის.
„მინდა, ვთქვა, რომ რამდენიმე ინვესტორი, ამჟამად 300, არის თურქეთიდან საქართველოში და გამუდმებით, უწყვეტად ახორციელებენ ინვესტიციებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებში და ეს ცხადყოფს, რამდენად ძლიერია ურთიერთობები თურქეთსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა ერდოღანმა.