რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შენარჩუნება თურქეთის პრიორიტეტებს შორისაა
სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შენარჩუნება თურქეთის პრიორიტეტებს შორისაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უცხოელ ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„გვსურს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერით რეგიონში ახალი ერა დაიწყოს“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასა და ეგეოსის ზღვაში საბერძნეთთან ურთიერთობაში ბოლოდროინდელი ნეგატიური ატმოსფერო შეიცვლება და ძალისხმევა კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერს ნაბიჯებს, რომლებიც ემსახურება სტაბილურობასა და მშვიდობას ბალკანეთში.