რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სამართლიანი მსოფლიო შესაძლებელია, მაგრამ არა ამერიკასთან ერთად, რადგან ამერიკა ისრაელის მხარესაა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სამართლიანი მსოფლიო შესაძლებელია, მაგრამ არა ამერიკასთან ერთად, რადგან ამერიკა ისრაელის მხარესაა

სამართლიანი მსოფლიო შესაძლებელია, მაგრამ არა ამერიკასთან ერთად, რადგან ამერიკა ისრაელის მხარესაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ამიერიდან კაცობრიობა ვერ იტყვის ამერიკაზე, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს გაერო-ს საყოველთაო დეკლარაციას.

„ჩვენ არანაირი იმედი და მოლოდინი არ გვაქვს გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოსგან. უსაფრთხოების საბჭო, რომლის მოვალეობაა გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, 7 ოქტომბრიდან გახდა ისრაელის დაცვისა და მზრუნველობის საბჭო. ის ფაქტი, რომ მსოფლიო 5-ზე დიდია, კიდევ ერთხელ დავინახეთ. გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეფორმა აუცილებელია. ღაზის ტანჯვით, ჩვენ გვჯერა, რომ გაერო-ს ეს უმწეო და დისფუნქციური სტრუქტურა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება მთელ მსოფლიოში. მე ძალიან ღიად ვამბობ: ღაზის შემდეგ არაფერი შეიძლება, გაგრძელდეს ისე, როგორც ყოველთვის. ღაზის ჯალათებმა პასუხი უნდა აგონ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე საერთაშორისო სასამართლოებში. ღმერთის ნებაც ასეც იქნება“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.