რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთი გზა სომხეთის მიერ ოკუპაციის შეწყვეტაა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთი გზა სომხეთის მიერ ოკუპაციის შეწყვეტაა. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება თურქეთ-აფრიკის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„გათამამებული სომხეთის უკომპრომისო ქმედებებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი განგრენას დაამსგავსა. ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა სომხეთის მიერ ოკუპაციის შეწყვეტაა, რომელიც უკვე 30 წელია, გრძელდება“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის მიწაა, რომელსაც უკვე 30 წელია, სომხეთი იკავებს.
„თურქეთი მთელი გულით უჭერს მხარს აზერბაიჯანის სამართლიან ბრძოლას საკუთარი მიწების გასათავისუფლებლად“, – განაცხადა ერდოღანმა.