რეჯეფ თაიფ ერდოღანი – მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთი გზა სომხეთის მიერ ოკუპაციის შეწყვეტაა

00:05, 09.10.2020

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთი გზა სომხეთის მიერ ოკუპაციის შეწყვეტაა. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება თურქეთ-აფრიკის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„გათამამებული სომხეთის უკომპრომისო ქმედებებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი განგრენას დაამსგავსა. ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა სომხეთის მიერ ოკუპაციის შეწყვეტაა, რომელიც უკვე 30 წელია, გრძელდება“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის მიწაა, რომელსაც უკვე 30 წელია, სომხეთი იკავებს.

„თურქეთი მთელი გულით უჭერს მხარს აზერბაიჯანის სამართლიან ბრძოლას საკუთარი მიწების გასათავისუფლებლად“, – განაცხადა ერდოღანმა.

მსგავსი