რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მშვიდობის დასამყარებლად დამაიმედებელი პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს, თურქეთი მზად არის, ყველაფერი გააკეთოს, თუ ამას მხარეები მოინდომებენ
მშვიდობის დასამყარებელი დამაიმედებელი პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ საუბრისას თურქულ მედიასთან განაცხადა.
„ჩვენ თურქეთის სახელით დღესაც და მანამდეც ვამბობთ, რომ ომს არ ჰყავს გამარჯვებულები, ისევე როგორც მშვიდობას არ ჰყავს დამარცხებულები. კიდევ ერთხელ ვამბობთ, მზად ვართ, რაც შეგვიძლია, ყველაფერი გავაკეთოთ, თუ ამას მხარეები მოინდომებენ“, – განაცხადა ერდოღანმა.
ცნობისთვის, გუშინ სოჭში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა, სადაც მათი საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის ომი იყო. შეხვედრა კონკრეტული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გარეშე დასრულდა.