რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მარცვლეულის საკითხთან დაკავშირებული პრობლემების დასაძლევად შეთანხმებას მალე მოეწერება ხელი
მარცვლეულის საკითხთან დაკავშირებული პრობლემების დასაძლევად შეთანხმებას მალე მოეწერება ხელი, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ჩვენ მსოფლიოს კარგ ამბავს ვაცნობებთ“, – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.
თურქეთისა და გაერო-ს შუამავლობით, უკრაინული მარცვლეულის განბლოკვის ხელშეკრულებას სტამბოლში დღეს მოეწერება ხელი. თურქულ მეგაპოლისში გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში უკვე ჩავიდა.