რეჯეფ თაიფ ერდოღანი – მარცვლეულის საკითხთან დაკავშირებული პრობლემების დასაძლევად შეთანხმებას მალე მოეწერება ხელი

15:36, 22.07.2022

მარცვლეულის საკითხთან დაკავშირებული პრობლემების დასაძლევად შეთანხმებას მალე მოეწერება ხელი, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ჩვენ მსოფლიოს კარგ ამბავს ვაცნობებთ“, – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთისა და გაერო-ს შუამავლობით, უკრაინული მარცვლეულის განბლოკვის ხელშეკრულებას სტამბოლში დღეს მოეწერება ხელი. თურქულ მეგაპოლისში გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში უკვე ჩავიდა.

მსგავსი