რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ისრაელის საფრთხის შემცველი რიტორიკა და ლიბანზე თავდასხმები ძალიან შემაშფოთებელია
ისრაელის საფრთხის შემცველი მზარდი რიტორიკა და ლიბანზე თავდასხმები ძალიან შემაშფოთებელია, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვიდრე ისრაელის აგრესია არ შეჩერდება, უსაფრთხოდ ვერცერთი სახელმწიფო ვერ იქნება.
„ჩვენს რეგიონში ვერცერთი სახელმწიფო, მათ შორის, თურქეთი, ვერ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, ვიდრე ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის პირობებში ისრაელის აგრესია არ შეჩერდება“, – განაცხადა ერდოღანმა ანკარაში მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ.