რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ისრაელის მთავრობა კვლავაც ძირს უთხრის ომის დასრულების ყველა მცდელობას
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ისრაელის მთავრობა კვლავაც ძირს უთხრის ომის დასრულების ყველა მცდელობას

ისრაელის მთავრობა კვლავაც ძირს უთხრის ომის დასრულების ყველა მცდელობას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის 38-ე დღე იწყება და ომის გაჭიანურების გამო კონფლიქტის სხვა ქვეყნებში გავრცელების რისკი იზრდება. მისივე თქმით, თურქეთმა გააძლიერა დიპლომატიური კონტაქტები საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად და მოლაპარაკებებისთვის სივრცის შესაქმნელად.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი სამართლიანობის, მშვიდობისა და სტაბილურობის მხარეს დგას და არა კონფლიქტისა და ჩაგვრის. მისივე თქმით, ანკარა გულგრილი ვერ დარჩება, როდესაც მეზობელ ქვეყანაში მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას თავს ესხმიან.

„მათ, ვინც დღეს ძირს უთხრის მშვიდობას პოლიტიკური გადარჩენის გასახანგრძლივებლად, არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ერთ დღეს მათ თავად დასჭირდებათ მშვიდობა, სამართლიანობა და კანონი“, – განაცხადა ერდოღანმა.