საუდის არაბეთმა და სირიამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს

01:02, 05.11.2026

საუდის არაბეთმა და სირიამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, შეთანხმებას ხელი სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას საუდის არაბეთში ვიზიტის დროს მოაწერეს.

ვიზიტის ფარგლებში აჰმედ ალ-შარაა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს, მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა. სირიის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საუდის არაბეთის განვითარების ფონდმა სირიასთან ექვს შეთანხმებას მოაწერა ხელი. შეთანხმებები სირიის განვითარებისა და მომსახურების სფეროების მხარდასაჭერად დაახლოებით 403 მილიონ დოლარის სესხის გამოყოფას ითვალისწინებს.

მსგავსი