სომხეთში ოპოზიციური პარტიის, „ძლიერი სომხეთის“ ლიდერი სამველ კარაპეტიანი დააკავეს

23:07, 04.11.2026

სომხეთში ოპოზიციური პარტიის, „ძლიერი სომხეთის“ ლიდერი სამველ კარაპეტიანი დააკავეს.

ანტიკორუფციული სასამართლოს შენობასთან მისი მხარდამჭერები და თანაპარტიელები შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, კარაპეტიანი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

საქმე ეხება კომპანია „სომხეთის ელექტროქსელებისთვის“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფინანსური ზიანის მიყენებას, თანხების მითვისებასა და ფულის გათეთრებას.

საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, კომპანიისთვის მიყენებული ზარალის საერთო ოდენობა 64 მილიარდ დრამს აღემატება.

მსგავსი