ირანთან კავშირების გამო, აშშ-მა ინდოეთსა და თურქეთში მოქმედ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს სანქციები დაუწესა

23:24, 04.11.2026

ირანთან კავშირების გამო, აშშ-მა ინდოეთსა და თურქეთში მოქმედ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, ვაშინგტონი გააგრძელებს იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ ზომების მიღებას, რომლებიც ირანის რეჟიმს ეხმარებიან.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სანქციები შეეხო ინდოეთში მცხოვრებ სუნიელ კუმარ შარმას, მის მეუღლეს, ჯასპრიტ პრიტი შაჰიდს და კიდევ ორ ინდოეთის მოქალაქეს, რომლებიც შარმასა და მისი მეუღლის კუთვნილ ორ კომპანიას ხელმძღვანელობენ. სანქციები ასევე დაუწესდა შარმასთან დაკავშირებულ ცხრა ორგანიზაციას.

სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული პირები სანქცირებული გემებისთვის ყალბი დროშებისა და სერტიფიკატების გაცემის სქემებში მონაწილეობდნენ. აღნიშნული გემები ირანული ნავთობის გადაზიდვით იყვნენ დაკავებული.

ამასთან, ირანის საავიაციო სექტორისთვის დახმარების გაწევის გამო, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა თურქეთში მოქმედ კომპანია Fugo Group Services Inc-საც.

ცნობისთვის, 24 აგვისტოს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ ცალმხრივი სანქციების რეჟიმს მკვეთრად გაამკაცრებს და მიზნად ისახავს თეირანის შემოსავლის წყაროების სრულად დაბლოკვას.

მსგავსი