რეჯეფ თაიფ ერდოღანი - იდლიბზე ავიაიერიშები დაუშვებელია
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - იდლიბზე ავიაიერიშები დაუშვებელია

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, სირიის ქალაქ იდლიბზე ავიაიერიშები დაუშვებელია, რადგან ეს „მასობრივ სისხლისღვრას“ გამოიწვევს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოუწოდებს ყველას, დაელოდონ თეირანში 7 სექტემბერს დაგეგმილ სამიტს, რომელზეც სირიაში შექმნილ ვითარებაზე ირანის, რუსეთისა და თურქეთის ლიდერები იმსჯელებენ.

„სიტუაცია იდლიბში უკიდურესად მნიშვნელოვანია თურქეთისთვის. იქ დაწყებულია ხისტი პროცესი. ღმერთმა არ ქნას, რომ ეს რეგიონი სარაკეტო იერიშების სამიზნე გახდეს, ეს სერიოზულ სისხლისღვრას გამოიწვევს“, – განაცხადა ეროდღანმა.

მისივე თქმით, იდლიბში 3,5 მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქე რჩება და არსებული რისკების ფონზე რუსეთთან თანამშრომლობა აუცილებელია.

სირიელის უფლებდამცველების თქმით, 4 სექტემბერს რუსეთის ავიციამ იდლიბზე 30-მდე ავიაიერიში მიიტანა.

მანამდე გაერო-მ გაავრცელა განცხადება, სადაც მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ იდლიბზე შეტევისგან, რადგან ეს რეგიონში ჰუმანიტარულ კატასროფას გამოიწვევს.