რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ღაზის სექტორში ხოცვა-ჟლეტაზე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა დასავლეთს ეკისრება, ისრაელი პაიკია, რომელიც, შესაძლოა, გაწირონ კიდეც
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ღაზაში მომხდარ ხოცვა-ჟლეტაზე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა დასავლეთს ეკისრება.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ დასავლურმა სამყარომ მოახდინა თავისი პოლიტიკოსებისა და მედიის მობილიზება ღაზაში უდანაშაულო ხალხის ხოცვა-ჟლეტის ლეგიტიმაციისთვის და დასძინა, რომ ისრაელი ჩადის ომის დანაშაულებს.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ისრაელი პაიკია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, გაწირონ კიდეც.
„ისინი, ვინც ნიანგის ცრემლებს ღვრიან უკრაინა-რუსეთის ომში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის გამო, ჩუმად უყურებენ ღაზაში ათასობით უდანაშაულო ბავშვის სიკვდილს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბულში პალესტინელების მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.