რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ღაზაზე თავდასხმებმა, დიდი ხანია, გადალახა თავდაცვის ზღურბლი და ხოცვა-ჟლეტაში, ბარბაროსობაში გადაიზარდა
ღაზაზე თავდასხმებმა, დიდი ხანია, გადალახა თავდაცვის ზღურბლი და ხოცვა-ჟლეტაში, ბარბაროსობაში გადაიზარდა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
როგორც მედია წერს, „ერდოღანმა გააკრიტიკა ევროკავშირი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებებისგან თავის არიდების გამო“.
„არავინ არ უნდა მოელოდეს ჩვენგან ჩუმად ყოფნას, ვიდრე ჩვენს თვალწინ ხდება სისასტიკე. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს, რომ ევროკომისიამ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდოს? კიდევ რამდენი ბომბი უნდა ჩამოვარდეს ღაზაში, რომ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭომ მიიღოს ზომები? ისინი, ვინც ადვილად გასცემენ განაჩენს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე, როცა ამის შესაძლებლობა არსებობს, 19 წელია, უგულებელყოფენ ღაზაში ჩაგრულთა სიცოცხლის უფლებას“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.