რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ე.წ. სამართლიანობის ადვოკატებმა როჰინჯებისთვის, ლიბიისთვის, პალესტინისა და იერუსალიმისთვის სამართლიანობის მიღწევა ვერ შეძლეს და მსოფლიოს ატყუებენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ე.წ. სამართლიანობის ადვოკატებმა როჰინჯებისთვის, ლიბიისთვის, პალესტინისა და იერუსალიმისთვის სამართლიანობის მიღწევა ვერ შეძლეს და მსოფლიოს ატყუებენ

ე.წ. სამართლიანობის ადვოკატებმა როჰინჯებისთვის, ლიბიისთვის, პალესტინისა და იერუსალიმისთვის სამართლიანობის მიღწევა ვერ შეძლეს და მსოფლიოს ატყუებენ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

პროკურორებთან და მართლმსაჯულების სისტემის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების რაოდენობა გააკრიტიკა და თქვა, რომ მსოფლიო უფრო მეტია, ვიდრე ხუთი ქვეყანა.

თურქეთის მართლმსაჯულების სისტემაზე საუბრისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ ქვეყანა, რომელიც სხვადასხვა ტერორისტული ჯგუფის თავდასხმის სამიზნე არაერთხელ გახდა, დამოუკიდებელი და ეროვნული მართლმსაჯულების სისტემისთვის იბრძვის.

„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ თურქეთი ძველ, ცუდ დროში დაბრუნდეს, როდესაც კრიმინალთა ორგანიზებული ჯგუფები თვითნებურ მართლმსაჯულებას ახორციელებდნენ. არც ერთი სასამართლო ორგანო და მოსამართლე არ არის ვალდებული, გადაწყვეტილება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკოსისა და პიროვნების, მათ შორის ჩემი ინტერესების შესაბამისად მიიღოს“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.