რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-სა და რუსეთს ქურთების შენაერთებთან დაკავშირებით მათი წილი ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-სა და რუსეთს ქურთების შენაერთებთან დაკავშირებით მათი წილი ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. ერდოღანის თქმით, ის ამ საკითხის წამოჭრას მომავალ კვირას ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრისას აპირებს.
ერდოღანი აღნიშნავს, რომ სირია-თურქეთის საზღვრისპირა ტერიტორიიდან ქურთების გასვლის პირობები სათანადოდ არ სრულდება. ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა 13 ნოემბერს შედგება.