რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ანკარასთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, აშშ-ი თურქეთის სახით ერთგულ მოკავშირეს დაკარგავს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ანკარასთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, აშშ-ი თურქეთის სახით ერთგულ მოკავშირეს დაკარგავს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს. თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ აშშ-მა შესაძლოა, თურქეთის სახით ერთგული მოკავშირე დაკარგოს.

როგორც პრეზიდენტი ამბობს, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ აშშ-ის ხელისუფლება ანკარას წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს.

„ჩვენ არ ვართ მიბმულები აშშ-თან. ვაშინგტონში უნდა ახსოვდეთ, რომ თუ ისინი არ შეწყვეტენ მუქარას და არ შეცვლიან დამოკიდებულებას, მაშინ დაკარგავენ ერთგულ მოკავშირეს“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთ სანქციების დაწესებით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დაიმუქრა. მაიკ პენსმა განაცხადა, რომ თუ ანკარა არ გაათავისუფლებს ამერიკელ პასტორ ენდრიუ ბრანსონს, მაშინ აშშ-ი მზად იქნება, თურქეთის წინააღმდეგ სანქციების გამოყენებისთვის.

პასტორ ბრანსონს თურქეთში 2016 წლის უშედეგო პუტჩის ორგზანიზატორთა დახმარებაში სდებენ ბრალს. ის ამჟამად შინაპატიმრობაში რჩება.