რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთმა ტერორიზმთან ბრძოლაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთმა ტერორიზმთან ბრძოლაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია

„ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის გამო, თურქეთში 2 ათასი ადამიანი დაიჭირეს, 7 ათასი კი, ქვეყნიდან გააძევეს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისი თქმით, თურქეთმა ტერორიზმთან ბრძოლაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია.

დაეშთან კავშირის გამო 70 ათას ადამიანს თურქეთში შესვლა აეკრძალა. თურქეთში განეიტრალებულია 761 ტერორისტი, 1 092- ჩრდილოეთ ერაყში, 3 ათასი -ოპერაცია „ევფრატის ფარის“ ფარგლებში, 4 500 კი, ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ ფარგლებში“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთი ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ერთად ტერორისტულ დაჯგუფებებად ქურთ სამხედრო დანაყოფებსაც მიიჩნევს.